რეფლექსია
რეფლექსია
მე და ჩემი IV და V კლასის მოსწავლეები ვმუშაობდით სოციალურ პროექტზე „ გვაქვს უთვალავი
ფერითა “
სასწავლო პროექტის მიზანი იყო ბავშვებში ესთეთიკური უნარის განვითარება. ბავშვებს უფრო განევითარებინათ წიგნიერების, ბუნების
სილამაზის,და უფრო მეტად ჩართულიყვნენ სასკოლო ცხოვრებაში.აგრეთვე გამოევლინათ თავიანთი
ნიჭი,უნარები,შესაძლებლობები. ვის რა ეხერხებოდა ცეკვა, სიმღერა, ლექსის დეკლამირება,
ხატვა , ძერწცვა , აპლიკაციების შედგენა და
ა. შ
თავდაპირველად გავაცანი მცირე მოცულობის ტექსტები ბუნების სილამაზეზე,
ყვავილებზე. შევქმენით კოგნიტური სქემები. ბავშვები ხატავდნენ, ქმნიდნენ აპლიკაციებს,ვუსმენდით
მელოდიებს. მოსწავლეები და მშობლები ხშირად
გამოხატავდნენ კმაყოფილებას მთელი ამ პროცესის მიმართ.მეც აქტიურად ვმუშაობდი,
მშობლებიც ეხმარებოდნენ თავიანთ შვილებს სხვადასხვა დავალების შესრულებაში. ყველა ეს
დავალება იყო სასიამოვნო, სახალისო, ბავშვების ასაკისათვის შესაფერისი.
პროექტის შედეგი
ჩემი შეფასებით ასეთია:
1)
მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ინფორმაციას და შეიძინეს
ცოდნა იმის შესახებ თუ რა არის სილამაზე.
2)
შეძლეს სახვითი ნამუშევრების შექმნა, გამოფენა, შეიძინეს
პრეზენტაციის ელექტრონულად წარმართვის საწყისი
ჩვევა;
3)
შეძლეს მაყურებლის წინასე გამოევლინათ თავიანთი უნარები
სიმღერის, აპლიკაციის ნახატების ,კეთების)
4)
შეძლეს თანამშრომლობა
5)
მშობლებს გაუჩნდათ მოტივაცია , რომ უფრო აქტიურად ჩაებან
სასკოლო ცხოვრებაში.
ვფიქრობ ამ სასწავლო პროექტის ყველა მიზანი განხორციელებულია.
მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემი მოსწავლეების ცოდნისა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების
საქმეში.
Comments
Post a Comment